пятница, 5 декабря 2014 г.

პროექტი-Personal Web Page

პროექტის სახელწოდება: Personal Web Page
პროექტის მთავარი იდეა: პერსონალური ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის შექმნა ინგლისურ ენაზე და გლოგზე განთავსება.
პროექტის აქტუალობა: თანამედროვე ეტაპზე ძირითადად ინგლისურ ენაზე იქმნება ინფორმაცია, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის ენა არის ინგლისური, ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებმა შექმნან ინფორმაცია ინგლისურად და განათავსონ საკუთარ ვებ-გვერდზე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პერსონალური ინფორმაციის შექმნა ინგლისურ ენაზე ნიმუშის საშუალებით და განათავსონ  საკუთარ ვებ-გვერდზე.
მონაწილეთა ასაკი: მე-7 კლასი,11-12 წელი.
პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე  08.12.2014 - 11.12.2014.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: მოსწავლეთა პერსონალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე, რომელიც განთავსებულია მათსავე ვებ გვერდზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერული ლაბორატორია.
პროექტის მსვლელობა: პირველ დღეს მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თუ რა თანმიმდევრობით უნდა ააგონ პერსონალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე: Name Age Birthday Family Where you live friends favourite clothes and colours Favourite kind of music favourite things Things you can do Somethings special about you.მეორე დღეს მოსწავლეებს მოაქვთ მომზადებული დავალება.ისინი თავადვე კითხულობენ და  ასწორებენ დაშვებულ შეცდომებს მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ. მესამე დღეს მასწავლებელი ასწავლის  ვებ - გვერდის გახსნას, რომელზეც ათავსებენ ინფორმაციას.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი უშუალო კავშირშია ისტ-ის საგანთან ასევე უცხო ენის სტანდარტთან: უცხ.სII.17 მოსწავლე ნიმუშის მიხედვით წერს სხვადასხვა შინაარსის ბარათს.უცხ.სII 19 ლაკონურად ადგენს ძირითად ტექსტს.
პროექტის ხელმძღვანელი: მზია ადუაშვილი
პროექტის ვებ - გვერდი: aduashvilimzia.blogspot.com